|
2016-08-12 22:49:31, 1376 ნახვა
პოლიტიკა
აუდიტორია 115: ნარკოპოლიტიკამ და პოლიციურმა რეჟიმმა კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა
სტუდენტური მოძრაობა “აუდტირია 115” სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “ჩვენს სახელმწიფოში არსებულმა ძალადობრივმა ნარკოპოლიტიკამ და პოლიციურმა რეჟიმმა კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა. დემურ სტურუამ მრავალჯერადი მუქარის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს არის სწორედ ის პოლიციური რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად ძალადობს მოქალაქეებზე და რომელიც, დაწყებული წინა ხელისუფლებიდან, გრძელდება დღემდე,” – აღნიშნულია მოძრაობის გავრცელებულ განცხადებაში. “აუდიტორია 115” მიიჩნევვს, რომ ქვეყანაში მოქალაქეები მუდმივად განიცდიან ღირსების შემლახველ მოპყრობას სახელმწიფოს მხრიდან. მათივე აზრით, მსგავსი პრაქტიკის არსებობა ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის გარეშე დაშვებულია, რაც დაუცველს ტოვებს ნებისმიერ მოქალაქეს: “ასევე, საყურადღებოა ისიც, რომ მსგავსი მძიმე შემთხვევების მსხვერპლნი ძირითადად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები ხდებიან. ადამიანები, რომელებიც დაბალ სოციალურ ფენას, კლასს წარმოადგენენ. აქ ნაკლებად იციან და აქვთ შესაძლებლობა თავი დაიცვან შანტაჟისაგან და დაიცვან თავიანთი უფლებები. ამ ხალხისთვის ხმამაღლა საუბარი და ბრძოლა სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ თითქმის შეუძლებელია. არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შსს-ს მაღალჩინოსნებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და აშენებდნენ ძალადობრივ სტრუქტურას, კლავდნენ, აშინებდნენ და ციხეში სვამდნენ მოქალაქეებს; ხელისუფლებასა და პარლამენტის კონკრეტულ დეპუტატებს (სხვადასხვა პარტიიდან) , რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს და მოქალაქეები ამ სასტიკი პოლიტიკის წინაშე უძლურები დატოვეს. აუდიტორია #115 უსამძიმრებს დაღუპული დემურ სტურუას ოჯახს.”
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)