00:02 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 22:42:20, 1498 ნახვა

სამართალი
პოლიციელი, რომელიც თვითმკვლელობამდე ახალგაზრდამ ახსენა, თანამდებობიდან გათავისუფლდა

პოლიციელმა,  რომელიც სავარაუდოდ დაემუქრა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამტრედიელ ახალგაზრდას, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა.

“პოლიციელმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა პოზიცია, რომელსაც იკავებდა, და იმყოფება კადრების განკარგულბაში გამოძიების დასრულებამდე”, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 აგვისტოს.

გამოძიებას კი საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს. პროკურატურის ცნობით,  შ.ს.ს. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში 8 აგვისტოს დაიწყეს გამოძიება დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი].

პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები –  დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

8 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics