06:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 15:03:36, 894 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვიცი და მჯერა, რომ ივანიშილს იმ როლიდანაც უნდა წასვლა, სადაც ამ ეტაპისთვის არის

„სამწუხაროდ,  დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ არის  „რესპუბლიკური პარტიის“ კონკურენტი, „ქართული ოცნების“ არამარტო დამფუძნებელი და სულისჩამდგემელი, არამედ ლოგოც, სიმბოლოც, ლიდერიც, არჩევნების იმედიც და ყველაფერი“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საპარალამენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილს „იმ როლიდანაც უნდა წასვლა, სადაც ახლა არის“.

„ ვიცი და მჯერა, რომ მას უკვე ნამდვილად უნდა წასვლა ამ არჩევნების შემდეგ,  იმ როლიდანაც კი, სადაც ამ ეტაპისთვის არის და მე ეს მაწუხებს. მაწუხებს იმიტომაც, რომ ამომრჩეველი, რომელიც 8 ოქტომბერს მივა ხმის მისაცემად, ეს კარგად უნდა გაიაზროს. ხმას აძლევს მაგალითად "რესპუბლიკურ" პარტიას უსუფაშვილიან, ხიდშელიანად და ა.შ. თუ "ქართულ ოცნებას", რომელსაც ნოემბრიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ ეყოლება. არ მინდა, ვინმემ სხვანაირად გამიგოს  ან შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ პოლიტიკურად "ქართული ოცნება" არ არსებობს. რადგან, პოლიტიკურად თუ "ქართულ ოცნებას" გამოვაკლებთ ივანიშვილს და საძალაუფლებო ბერკეტებს, იქ უბრალოდ აღარაფერი დარჩება, არც პოლიტიკურად, არც ორგანიზაციულად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics