23:01 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 20:37:24, 600 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

ელჩთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი. ლევან იზორიას თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ევროკავშირის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მონაწილე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე, ისევ და ისევ ევროკავშირის ეგიდით, უახლოეს მომავალში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოცეულის დონის ქვედანაყოფის გაგზავნას გეგმავს. ქართული ოცეული აფრიკის კონტინენტზე ფრანგულ კონტინგენტთან ერთად შეასრულებს მისიას. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებული როლიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით რუსული მცოცავი ოკუპაციის ფონზე.

იანოშ ჰერმანმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით საქართველო მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკის არამხოლოდ მომხმარებელი, არამედ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ხდება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics