06:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 14:33:58, 1027 ნახვა

პოლიტიკა
კუკავა: პრეზიდენტმა ზეპირ განცხადებაში ვერ გაბედა ეთქვა, რომ ის ერთნაირ სქესიანთა ქორწინების მომხრეა

"პატრიოტთა ალიანსი- გაერთიანებული ოპოზიციის წევრი“ კახა კუკავა ქორწინების საკითხზე, რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უარს ეხმაურება. კუკავას თქმით, გიორგი მარგვეკლაშვილმა  არა უბრალოდ დაარღვია  კონსტიტუცია, არამედ  წაითაღლითა კიდეც. კუკავას განმარტებით, პრეზიდენტმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ რეფერენდუმის დანიშვნას სამართლებრივი წინაპირობები ხელს უშლიდა:

"არ შევალთ მსჯელობაში იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი იყო შინაარსობრივად ამ შეკითხვაში ჩამოყალიბებული კითხვა იმიტომ, რომ ეს არის თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, ვისაც უნდა ხმას მისცემს, ვისაც  არა- არ მისცემდა ხმას ამ წინადადებას, მაგრამ პრეზიდენტი ვალდებული იყო, მიეცა თითოეული მოქალაქისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. საქართველოს პრეზიდენტმა არა უბრალოდ დაარღვია  კონსტიტუცია, არამედ ცოტა წაითაღლითა კიდეც. ის წერილობით  დოკუმენტში დაწერს, რომ მან გამოოყენა  დისკრეციული უფლება და არ დანიშნა რეფერენდუმი, რადგან არ უნდოდა, მას აქვს ამის უფლება, თუმცა ზეპირ განცხადებაში ვერ გაბედა ეთქვა, რომ ის არის რეალურად ერთნაირ სქესიანთა ქორწინებების მომხრე,ზეპირ გადაწყვეტილებაში განაცხადა, თითქოს რეფერენდუმის   დანიშვნას ხელს უშლიდა სამართლებრიბი წინაპირობები:

საქართველოს პრეზიდენტი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ ამოწმებს  რეფერენდუმის დანიშვნის სამართლებრივ წინაპირობებს. ამ საკითხს ამოწმებს ცესკო. მან შეამოწმა სარეფერენდუმო კითხვა, სცნო ის საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს კანონმდებლობასთან  შესაბამისად და გადასცა პრეზიდენტს. აქიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა  იცრუა საჯაროდ საქართველოს 3 მილიონი მოქალაქის წინაშე, როცა  განაცხადა, რომ რეფერენდუმის დანიშვნას ხელს უშლიდა გარკვეული სამართლებრივი წინაპირობები. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მეორე პუნქტში წერია-ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს  რეფერენდუმის, უშუალოდ დემოკრატიის სხვა ფორმების  და თავის წარმომადგენლობის მეშვეობით. ეს არის  კონსტიტუციით ხალხისთვის მინიჭებული უფლება, რომ თვითონ გადაწყვიტონ,რა სახის ქორწინებები უნდათ საქართველოში.

როდესაც მარგველაშვილი საუბრობს იმის შესახებ, თითქოს ეს  ნორმა ვერ იმოქმედებდა ოკუპაციის პირობებში, რეფერენდუმთან დაკავშირებით, არანაირი ასეთი შეზღუდვა გარდამავლ  დებულებებში არ წერია, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს როგორც ოკუპაციის პირობებში, ისე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ. ტერმინი, რასაც გიორგი მარგველაშვილი თაღლითურად იმეორებს, თითქოს კონსტიტუცია მოითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კონსტიტუციაში არ წერია.

ამ ლოგიკით, თუ  საქართველოში ნებისმიერი კენჭისყრა არ ჩატარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გიორგი მარგველაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა 1991 წლის რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, რომელიც გუდაუთისა და ჯავის რაიონებში არ ჩატარებულა, ეჭვქვეშ დააყენა 2003 წლის რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოში და  იმ დროს უკვე საქართველოს დაკარგული ჰქონდა კონტროლი აფზახეთისა და  ე.წ. სამხრეთ ოსეთის დიდ ნაწილზე. ეჭვქვეშ დააყენა 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგები ნატო-სთან მიმართებაში, რომელიც  აგრეთვე არ ჩატარებულა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ბუნებრივია ეჭვქვეშ დააყენა საქართველოში 1992 წლის შემდგომ  ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგები",-განაცხადა კახა კუკავამ.

კუკავა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს  ანა დოლიძესა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მრჩეველს  კახა კოჟორიძეს მიმართავს, თქვან არსებობდა თუ არა  იურიდიული წინააღმდეგობები და ბარიერები, რომ პრეზიდენტს რეფერენდუმი არ დაენიშნა.

"პრეზიდენტი ამოეფარა ადმინისტრაციის იურისტების ზურგს უკან. თუმცა ამ ადამიანების  კომენტარები ტელევიზიით არ მომისმენია. ანა დოლიძე და კახა კოჟორიძე გამოვიდნენ და თქვან, არსებობდა თუ არა  იურიდიული წინააღმდეგობები და ბარიერები, რომ პრეზიდენტს არ დაენიშნა რეფერენდუმი. ის, რომ პრეზიდენტი გვყავს ლიბერალი და მას მოსწონს ერთნაირსქესიანი ქორწინებები, ეს მისი პირადი შეხედულებაა.

მიმაჩნია, პრეზიდენტი მარგველაშვილი რომ მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი, ის ვალდებული იყო, არ წაერთმია ქართველი ხალხისთვის ეს უფლება, დაენიშნა რეფერენდუმი და იქვე განეცხადებია, ის პირადად სხმას მისცემდა წინააღმდეგ, როგორც მოქალაქე, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, ვალდებულია, დაემორჩილოს არა პირად გემოვნებას, არამედ კონსტიტუციას",-აღნიშნა კახა კუკავამ და დასძინა, რომ ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი   ნაციონალების და რესპუბლიკელების პრეზიდენტია.

კუკავა  შექმნილ ვითარებაში  გამოსავალს პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციების გამართვაში ვერ ხედავს:

"არ ვფიქრობ, რომ პერმანენტული აქციები, ან სხვა მსგავსი ისტერიკა იყოს გამოსავალი შექმნილ ვითარებაში, გამოსავალი ერთია- 8 ოქტომბერს მთელი საქართველო უნდა წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს არა ხათრით, მოსყიდვით, არამედ ხმა მისცეს იმ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ღიად პირდება, რომ ეს ჩანაწერი  შევა საქართველოს კონსტიტუციაში, ეს ძალა არის "პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია",-განაცხადა კახა კუკავამ.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics