|
2016-08-11 11:11:01, 975 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის წევრებს შორის შესაძლო დაპირისპირებას უარყოფენ
გორის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი პარტიის წევრებს შორის უთანხმოებას უარყოფს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში მინებია ჩამსხვრეული, რაც, სავარაუდოდ, პარტიის წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. როგორც ბასიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, პარტიის წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არაა. მისივე განმარტებით, რამოდენიმე თვის წინ, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ოფისს საღებავები შეასხეს, მინები ჩაამსხვრიეს და ახლა სწორედ ამ მინებს ცვლიდნენ: "ეს არის "ქართული ოცნებისა" და სუს-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. რამოდენიმე თვის წინ, "ქართული ოცნების" აქტივისტები ჩვენს ოფისში მოვარდნენ, საღებავები შეასხეს, რამოდენიმე მინაც იყო ჩამსხვერეული.სავარაუდოდ, ამ მინების გამოცვლას უკავშირდებოდა გუშინდელი დღე და არანაირ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ მაშინ გადავეცით პოლიციას აღნიშნულის შესახებ, რომ მინები ჩაგვიმსხვრიეს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა. არც მინები ჩაგვსვეს, არც არავინ მისცეს პასუხისგებაში. წინასაარჩევნო პერიოდია და ფასადის შეღებვაც გვინდა და მინების გამოცვლაც. ისეთი კარგი ჰარმონიაა, ჩვენ ვაპირებთ გამაჯრვებას. არანარი დაპირისპირება პარტიის წევრებს შორის არ მომხდარა",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" ბადრი ბასიშვილმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)