|
2016-08-10 20:24:28, 881 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ბორჯომის ისტორიულ პარკში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწეულ სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ისტორიულ პარკს ეწვია და 4 აგვისტოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის განმარტებით, ადგილზე, 24 საათიან რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება. 4 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ბორჯომის ისტორიულ პარკს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები, დაზიანდა ასფალტის საფარი, სახურავები, ძლიერმა ქარმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო საპარტულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან, გზის გასაწმენდითი სამუშაოებისთვის ახალციხიდან სპეციალური ტექნიკა გაიგზავნა. 5 აგვისტოს, დილითვე პლატოს გზის მნიშვნელოვანი ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია გაწმენდილი იყო. შუადღიდან გაიხსნა ცენტრალური პარკის დასასვენებელი ზონა. ამჟამად, ბორჯომის პარკში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აღმოფხვრილია.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)