|
2016-08-10 20:10:07, 681 ნახვა
სამხედრო
ქართულ ჭიდაობაში შინდისის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა გაიმართა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქართულ ჭიდაობაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრი გორის რაიონის სოფელ შინდისის საჭიდაო მოედანზე მიმდინარეობდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების 50-მა სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ტურნირს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. ასპარეზობა 60, 66, 73, 81, 90 და აბსოლუტური წონითი კატეგორიების მიხედვით დაიყო. ტურნირს საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგია აკვირდებოდა. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილებზე გადანაწილდნენ. გუნდური პირველობა და შესაბამისად, ტურნირის ჩემპიონის ტიტული III ქვეით ბრიგადას ხვდა წილად - მათ ორ წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს. ხოლო კაპრალი გიორგი მახარაშვილი (უზრუნველყოფის ცენტრი) ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ დასახელდა, - მან ყველა შეხვედრა სუფთა გდებით მოიგო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა ქართულ ჭიდაობაში, გენერალური შტაბის უზრუნველყოფის ცენტრის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების სამმართველოს ორგანიზებით, მეორედ გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)