|
2016-08-10 19:39:17, 850 ნახვა
პოლიტიკა
უწყებათაშორისმა კომისიამ საარჩევნო სიის სრულყოფისათვის ჩატარებული სამუშაოების ანგარიში მოისმინა
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დღეს მესამე სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი − უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი უძღვებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, სხვებს შორის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საარჩევნო სიის დაზუსტებისათვის გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. 2012 წლიდან დღემდე იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ ინტენსიურად მუშაობს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისათვის, რათა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიებისათვის მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები მაქსიმალურად სრულყოფილად გადასცეს. ამჟამად პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3.500.000 პირის მონაცემებია. ამ ეტაპისათვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2.367.978 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი უტყუარი და დაზუსტებულია. 2012 წელს ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778.207 იყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი − 2“ 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში, ხარისხიანი საარჩევნო სიის შესადგენად გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა. საარჩევნო სიების სრულყოფისათვის სააგენტომ მუშაობა რამდენიმე მიმართულებით აწარმოა, კერძოდ: ფოტოსურათების დადარება - გადამოწმდა 2 008 432 საქმე; გაუქმდა 488 გაორებული და 137 გაყალბებული დოკუმენტი; გასწორდა 1 393 არასწორად მიბმული სურათი; გარდაცვალების ფაქტების გამოვლენა და რეგისტრაცია - შედგენილია 1685 გარდაცვალების ოქმი და გარდაცვლილი (მათ შორის, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვლილი) პირები ამორიცხულია მოქალაქეთა ბაზიდან; მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების შემცირება - აღდგენილია 1 135 ჩანაწერი, 15 ჩანაწერი გაუქმდა საქმისწარმოების დროს აღმოჩენილი გაორების გამო, საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული უსურათო დოკუმენტიდან მოძიებულია და ბაზაში ასახულია 6 566 მოქალაქის ფოტო; შეუსაბამობა სქესში და არასწორად მიბმული ფოტოების გამოვლენა - შესწავლილია 40 000 ჩანაწერი; გამოვლენილი 252 პრობლემური ჩანაწერიდან გასწორებულია 225 ჩანაწერი; დოკუმენტების გაცემა საფასურის გარეშე - პროექტის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით უფასო აქციების ფარგლებში გაიცა 293 253 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი - 2“ მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. დღეისათვის მიმდინარეობს ელექტრონულ ბაზაში არარსებული ფოტოსურათების მოძიება და მონაცემთა ბაზაში ასახვა; გარდაცვალების ფაქტების აღრიცხვა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით; იმ პირებისთვის კი, რომელთა დოკუმენტები გაუქმებულია ან ძალადაკარგული იქნება 8 ოქტომბრისთვის, ასევე, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისთვის, პირადობის ელექტრონული მოწმობები უფასოდ გაიცემა. „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი - 2“-ის დასრულების შემდეგ საქართველოს 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ყველაზე ხარისხიანი საარჩევნო სია ექნება. უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)