|
2016-08-10 18:46:34, 959 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ლილუაშვილი მოსახლეობას შეხვდა
ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა წინა საარჩევნო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთის ძირში, შუა მთაში, ჭყვიშსა და ციხე სულორში გამართა. გიორგი ლილუაშვილმა მოსახლეობას „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც ვანის მუნიციპალიტეტში 2016-2017 წლებში იგეგმება. გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ვანი სამეცნიერო ტურისტულ ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს , რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივების დასაქმებას. აქცენტი სოფლის მეურნეობის იმ სფეროს განვითარებაზეც გამახვილდა, რომელიც პერსპექტიულია და მოსახლეობას კარგ შემოსავალს მისცემს. „ ვანში უნდა აღდგეს მეაბრეშუმეობა,რაც მოსახლეობისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება. სახელმწიფომ უკვე შემოიტანა საუკეთესო ჰიბრიდული ჯიშის ხეები, რომელიც მრავალწლიანია და გამორჩეული ხარისხის ფოთოლს იძლევა.უახლოეს მომავალში მთავრობის ინიციატივით დაიწყება პროექტი,რომელიც მეაბრეშუმეობას დააფინანსებს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ამ დარგის განვითარებას"-განაცხადა „ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა. კანდიდატი დღესვე სოფელ მთის ძირში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე კიკაბიძეების ოჯახის პრობლემას ადგილზე გაეცნო, დაათვალიერა მათი საცხოვრებელი პირობები, რომელსაც მდინარე „ნასერალა'' ყოველი წვიმისას აზიანებს. გიორგი ლილუაშვილმა მოსახლეობის თხოვნით სოფელ შუა მთის კულტურის სახლიც დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციასაც ადგილობრივები ითხოვენ. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)