|
2016-08-10 16:14:35, 1206 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ქართველო ბიზნესმენებო, თუ ხართ თავისუფლები, „პატრიოტთა ალიანსისთვის" შემოწირულობები გაიღეთ
ირმა ინაშვილის განცხადებით, დაფინანსება, რომელსაც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" იღებს, საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად საკმარისი არაა. პარტიის გენერალური მდივანი ბიზნესმენებს მოუწოდებს, "პატრიოტთა ალიანსისთვის" შემოწირულობები გაიღონ: "ჩვენ, როგორც კვალიფციური პარტია, ერთის მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვფინანსდებით. ცხადია, ეს დაფინანსება არ არის საკმარისი, მითუმეტეს წინასაარჩევნო და საარჩევნო რეჟიმში, როდესაც მრავალმილიონიანი ბიუჯეტი აქვს არაერთ პარტიას, თუნდაც სახელისუფლებო პარტიას, სხვა პარტიებს. ეს- დაახლოებით 30 000 ლარი, არაა საკმარისი, წარმართონ საარჩევნო კამპანია. ამიტომ, მინდა, მოვუწოდო ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აღარაა წნეხი, ტერორი, ჩვენ ვართ თავისუფლები. ქართველო ბიზნესმენებო, თუ ხართ თავისუფლები, და დიდი იმედი მაქვს, რომ ხართ, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსისთვის" შემოწირულებები გაიღეთ. ჩვენ საჯაროდ და ღიად გადაგიხდით მადლობას. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პარტიაა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საქართველოში. ყველამ იცის, რომ ჩვენ რამდენჯერმე ვლახავთ ბარიერს. ამიტომ, ამაში არაფერია დასამალი, შემოგვწირეთ საარჩევნოდ თქვენი შემოწირულობა და ჩვენ საჯაროდ გადაგიხდით მადლობას",-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)