|
2016-08-10 15:08:14, 860 ნახვა
პოლიტიკა
კელი: ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური ზეწოლისგან
ნებისმიერი საკითხი უნდა წყდებოდეს სამართლებრივად, ისე, რომ თავისუფალი იყოს პოლიტიკური ზეწოლისგან, - ამის შესახებ საქართველოშ აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა აზრი აქვს იან კელის, ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ დრეს გავრცელებულ მიმართვას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეხება, კელიმ აღნიშნა, რომ განაცხადება არ უნახავს. "მე არ მინახავს ეს მიმართვა, ახლა გავიგე თქვენგან. თუმცა, გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამისათვის აუცილებელია დემოკრატია. ჩვენ ვეხმარებით ამაში საქართველოს .კიდევ ვიტყვი, რომ თავისუფალი სასამართლო, სამართალწარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი საკითხი უნდა წყდებოდეს სამართლებრივად, ისე, რომ პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფალი იყოს", -აღნიშნა იან კელიმ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)