05:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 00:04:29, 959 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ" რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძეა-„ქართულიოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

„ბატონი გოჩა გახლავთ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. ძალიან გამოცდილი, საქმის ერთგული კაცია. დარწმუნებული ვარ, გაერთიანებულიოლქის წარმომადგენლობა ბატონი გოჩას პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდის და ერთი წუთით არ მოაკლებს ყურადღებას თქვენი ინტრესების დაცვას",-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობას განზრახული აქვს, რომ სხვა რაიონების მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად იყოსდაკმაყოფილებული პროპორციული სიის შემადგენლობაში, ვინაიდან   საქართველოს რეგიონები არ შეიძლება, ასე დაჯამდეს მათემატიკურად.

„ამიტომ ვიფქრობთ, რომ სვანეთს, ლენტეხს, ცაგერს შესაძლოა, ყავდეს პროპორციულ სიაში საკუთარი წარმომადგენლები. მიგვაჩნია, რომ რეგიონებიმაქსიმულურად ძლიერად უნდა იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას  მოსახლეობას რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა; წელს, წლის ბოლომდე, აუცილებლად დასრულდება  ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა.

„ეს იქნება ამ რეგიონის ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მძლავრი ბიძგი. დაწყებულია უკვე პროექტირება. შევეცდებით, ისე დაპროექტდეს ეს აეროდრომი, რომ მიიღოს  არა მხოლოდ პატარა ზომის, არამედ საშუალო ზომის,  50 მგზავრიანი თვითმფრინავები. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი დასკვნები ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას  იძლევა. ეს იქნება  ძალიან დიდი სტიმული ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის, ადგილობრივი ოჯახური სასტუმროებისთვის და ასევე ინვესტორებისთვის, რომ რაჭასა და მიმდებარე რეგიონებში  დამატებითი ინვესტიციები იყოს მოზიდული. ჩვენ  ასევე აუცილებლად დავასრულებთ გენერალურ დაგეგმარებას შაორის ტბის მიმდებარედ ტურისტული კომპლექსის განვითარების ისე, რომ ეს ზონა, მაქსიმალურად, ჩაეწეროს ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაში, ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და ისე, რომ ადგილობრივი  ლანდშაპტის ელფერი არ შეიცვლოს",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ სვანეთში დაწყებული პროექტები, მათ შორის მესტიაში ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ტრასების, სასტუმრო კომპლექსების განვითარება გაგრძელდება.

 გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საჩხერის გავლით გომიდან რაჭამდე მიმავალი პირდაპირი გზის მშენებლობაზე.

 „ამის პირობას ვდებთ, რომ წელს, წლის ბოლომდე, დასრულდება პროექტირება და მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები. რა თქმა უნდა, ასევე აუცილებლად უნდა გაკეთდეს  ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა. სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას იმისათვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით. ყველაფერს ამას მეგობრებო, აუცილებლად განვახორციელებთ. პირობას ვდებთ, რომ თითოეული სიტყვა აქ ნათქვამი, აუცილებლად შესრულდება, მაგრამ ამისთვის  ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ჩვენ გვჭირდება ის, რომ გადავლახოთ გათითოკაცების გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ ამ მშვენიერმა ბავშვებმა მართლაც ისუნთქონ უკეთესი ჰაერი, ნახონ უკეთესი გაფერადებული და აგუგუნებული საქართველო",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლები, სამთო-სათხილამური კურორტები,დასასვენებელი ადგილები ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა, რომელთა მთლიანად ათვისება თვისებრივად შეცვლის ადგილობრივიმოსახლების ცხოვრების დონეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics