|
2016-08-10 00:02:24, 868 ნახვა
პოლიტიკა
ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება
გიორგი კვირიკაშვილმა რაჭა–ლეჩხუმისა და სვანეთის მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე ინფარსტრუქტურული პროექტებზე. მისი განმარტებით, დაწყებულია ამბროლაურის აეროდრომის პროექტირება. პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ აეროდრომის ამოქმედება რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის მძლავრი ბიძგი იქნება. „ჩვენ შევეცდებით ისე დაპროექტდეს ეს აეროდრომი, რომ მიიღოს არა მხოლოდ ყველაზე მცირე ზომის თვითმფრინავები, არამედ საშუალო ზომის 50–მგზავრიანი თვითმფრინავები. წინასწარი გათვლები ასეთ ტექნიკურ საშუალებას იძლევა. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის და ასევე ინვესტორებისთვის, რომ დამატებითი ინვესტიციები იქნას მოზიდული რაჭასა და მიმდებარე რეგიონებში,"–განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ–მინისტრმა ისაუბრა შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტული ზონის განვითარებისთვის გენერალური დაგეგმარების მნიშვნელობაზე, სადაც, მისი თქმით, ადგილობრივი ლანდშაფტი და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა მაქსიმალურად იქნება დაცული. მანვე ხაზი გაუსვა სვანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფად დასრულების აუცილებლობას და პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე დასრულდება საჩხერის გავლით, გომიდან რაჭამდე მომავალი პირდაპირი გზის პროექტირება. „ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ როგორც მესტიაში, გაგრძელდეს ჰაწვალის სათხილამური ტრასა, ასევეთეთნულდის სათხილამურო ტრასების მიმდებარედ განვითარდეს სასტუმრო კომპლექსები და რა თქმა უნდა, აშენდეს გომიდან რაჭამდემომავალი პირდაპირი გზა საჩხერის გავლით. ამის პირობას ვდებთ, რომ წელს, წლის ბოლომდე, დასრულდება პროექტირება და მომავალ წელსდაიწყება სამუშაოები. რა თქმა უნდა, ასევე აუცილებლად ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა. ჩვენ ასევე სერიოზულად ვიხილავთმამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას იმისათვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტულინაკადებით. ყველაფერს ამას მეგობრებო, აუცილებლად განვახორციელებთ. პირობას ვდებთ, რომ თითოეული სიტყვა აქ ნათქვამი, აუცილებლადშესრულდება, მაგრამ ამისთვის ჩემო მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ჩვენ გვჭირდება ის, რომ გადავლახოთ გათითოკაცებისგამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ ამ მშვენიერმა ბავშვებმა მართლაც ისუნთქონ უკეთესი ჰაერი, ნახონ უკეთესიგაფერადებული და აგუგუნებული საქართველო!"–აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)