00:45 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 19:16:48, 765 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაშვილი: უფრო დიდი სისულელეებიც მოგვისმენია, ვიდრე მდინარაძის დღევანდელი განცხადებაა

უფრო დიდი სისულელეებიც მოგვისმენია, ვიდრე მდინარაძის დღევანდელი განცხადებაა, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” მედია მდივანი ირმა ნადირაშვილი ”ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ განაცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძისა და მაია კოპალეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ნადირაშვილის თქმით, მდინარაძის განცხადება ხელისუფლების მხრიდან საკონსტუტიციო სასამართლოს მიმართ დამოკიდებულების გამოხატულებაა.

„ჩვენ  უფრო დიდი სისულელეებიც მოგვისმენია, ვიდრე მდინარაძის დღევანდელი განცხადებაა. მაგალითად, როცა  ჭიკაიძე ამბობდა რომ საბურავებს ვაგროვებთ რევოლუციისთვის, ან მოვლენები, როდესაც ფიქრობდნენ რომ რუსთავი 2-ს ეზოში რევოლუციას ვაპირებდით. ცხადია ესაა სისულელე და თავისთავად მდინარაძის, ვოლსკის, ბესელიას განცხადებები არის პირდაპირი დამოკიდებულების გამოხატულება ხელისუფლებისა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. მათ მოსამართლეები მიიყვანეს იმ კრიზისამდე, რომ ისინი უარს ამბობენ თავიანთი ძირითადი მოვალეობა მართლმსაჯულება განეხორციელებინათ. ჩვენ დავასრულებთ ოცნების მთავრობას 8 ოქტომბერს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლო სისტემაზე კონტროლი დაკარგა.

„დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც პირობითად საკონსტიტუციო გადატრიალება თუ რევოლუცია ერქვა, კრახით დასრულდა”, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics