22:11 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 16:38:35, 715 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ მაისაია: რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური თამაშები საქართველოსთვის ყოველთვის სახიფათო იყო

ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს საქართველოს რეალური სამხედრო თავდასხმის საფრთხე არ ემუქრება.

თუმცა, მაისაია მიიჩნევს, რომ არსებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე  მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.

რუსეთ-საქართველოს ომი, კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და საფრთხეები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც „ექსპრესნიუსი“ ესპერტ ვახტანგ მაისაიას ესაუბრა:

ბატონო ვახტანგ, რვა წლის შემდეგ, როგორ შეაფასებდით რუსეთ-საქართველოს ომს?

- 8 აგვისტოს შემდეგ, ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა. ის კი არა, 8 წლის წინ ჩვენი ქვეყანა  სრულმასშტაბიან ოკუპაციასა და რუსულ რელსებზე გადაყვანას გადაურჩა. 2008 წელს წელს კრემლში თბილისის ოკუპაციის გეგმა იყო შემუშავებული. თუმცა, დასავლეთისა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ, კრემლმა ამ გეგმის განხორციელებაზე უარი თქვა. მაშინდელი საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელები აბსოლუტურად უვიცები და არაკომპეტენტურები იყვნენ და რეალურად, ამ ომში საქართველოს დამარცხება სწორედ მათ კისერზეა. აგვისტოს ომი, ფაქტობრივად, 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.  7 აგვისტოს საღამოს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სრული მზადყოფნა ბრძანა და განაცხადა, რომ სოხუმში კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღდგენილიყო. სააკაშვილის რეჟიმი მხოლოდ ქალაქ ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების  დაკავებას აპირებდა.  მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბაშვილი და ზურაბ ადეიშვილი - სწორედ ეს 5 ადამიანი წყვეტდა ყველაფერს და ცხინვალის დაკავებაც მათ გადაწყიტეს. ამ ადამიანებს სურდათ, ე.წ. კვიპროსის ვარიანტი შეექმნათ. მათ სურდათ ორხელისუფლებიანობის ეფექტი შეექმნათ და ამის გამო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ის ტეირტორიებიც შეიყვანეც, რაც მანამდე სხვა ერთეულს ეკუთვნოდა. ჩრდილოეთ ოსეთი იქნებოდა სეპარატისტული რეჟმი კოკოითის ხელმძღვანელობით, ხოლო სამხრეთი ლეგიტიმური მთვრობა და მისი დედაქალაქი ცხინვალი იქნებოდა. ზოგადად, ამ ომის გაჩაღებით დაინტერესებული იყო სეპარატისტული რეჟიმი, კოკითის მეთაურობით. ვინაიდან მისი საპრეზიდენტო ვადა იწურებოდა და გამარჯვების შანსი არ ქონდა. გარდა ამისა, ფულის გაფლანგვის ბრალდებით მის წინააღმდეგ საქმე იყო აღზრულია. ფაქტია, რომ აგვისტოს ოომი ორივე მხარის ავანტიურული გეგმების თანხვედრა, ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ იმჟამინდელი ხელისუფლების ინტერესი იყო ომის დაწყება. ამის დადასტურებაა ის, რომ მტავრობა აცხადება, რომ 1 იანვარს ცხინვალში შეხვდებოდა და ამავდროულად, ქვეყნის გამალებული მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობდა. სამი ავტორიტარული რეჟიმის მმართველის პუტინის, სააკაშვილისა და კოკოითის ინტერესებშ იყო ეს ომი. იმას რასაც ზურაბ ჟვანიამ და სალომე ზურაბიშვილმა მიაღწიეს და 2005 წელს რუსების ბაზები საქართველოდან გაიყვანეს და სამხრეთ კავკასიაში რუსების გავლენა შესუსტდა, 2008 წელს ყველაფერი წყალში ჩაიყარა და რუსეთმა ორმაგად გააძლიერა გავლენის სფეროები. გარდა ამისა, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ჯარი ტექნიკის მხრითაც გაძლიერდა.

როგორ შეაფასებდით დღეს კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და ემუქრება თუ არა საქართველოს რაიმე კუთხით საფრთხე?

- დღეს, როდესაც მალე თურქეთისა და რუსეთის ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს, ეს შეიძლება ძალიან ნეგატიურად აისახოს საქართველოსს ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე. რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური თამაშები საქართველოსთვის ყოველთვის სახიფათო იყო, გავიხსენოთ თუნდაც 1918-21  წლების ისტორია. ამ დღეებში ბაქოში იმართება აზერბაიჯანის, თურქუთისა და ირანის მონაწილეობით სამიტი, სადაც რეგიონში არსებულ უსაფრთოხების საკითხებს შეეხებიან და ეს საყურადღებო უნდა იყოს ჩვენთვის და შესაძლოა ჩვენს წინააღმდეგ ცუდი ტენდენციები დაიწყოს. ამიტომ გეოპოლიტიკური სიტუაცია რთულია. თუმცა, ნატოს ვარშავის სამიტის საბოლოო კომუნიკეში აღინიშნა, რომ  ნატომ ორი ძირითადი საფრთხე დაასაელა - რუსეთი და “ISIS”. ამიტომ, ის რომ ამ ეტპაზე ჩვენ საფრთხე დაგვემუქროს არალევენტურია. აღსანიშნავია, რუსესთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაც, რომ სამხრეთ კავკასიაში შეიძლება სირიის მსგავსი მოვლენები განვითარდეს. რუსეთის თავდაცვის მინისტრისგან ასეთი განცხადება საშიშია. მით უმეტეს, რუსეთი ჩრდილო კავკასიაში მილიტარიზაციის პროცესს ეწევა და იქ უკვე საკუთარი ჯარის ორი დივიზია განათავსა. ნამდვილად ვერ გეტყვით ამ ვითარებაში რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ.

დღესდღეობით არის თუ არა საქართველოს შეიარაღებული ძალები თავდაცვისუნარიანი?

-  25 წლის განმავლობაში 18 თავდაცვის მინისტრი, რომ შეიცვლება. ამ ხელისუფლების დრო უკვე მეოთხე თავდაცვის მინისტრი ინიშნება. ჩვენ არ გვაქვს სტაბილური მართვის ცენტრები. 2008 წელს დავინახეთ ჩვენი შიარაღების უსუსტესი მხარეები. ზუსტად 6-8 საათი ომი  დასრულებული იყო და იმ ომიდან მოყოლებული ჯერ კიდევ გამოვიტანეთ დასკვნები.

როგორ შეაფასებდით თავდაცვის მინისტრად სუს-ის კადრის დანიშვნას?

- ლევან იზორია დროებითი ფიგურაა, რომელიც ეცდება თავდაცვის სამინისტრო არჩევნებამდე მიიყვანოს და მერე უწყება რეალურ მმართველს გადააბაროს. მე, პირადად, არ მივესალმები ჩეკისტების კადრების  ალასანიას, ჯანელიძესა თუ იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას. თუმცა, ჩემი აზრით, იზორია წინა ორ მინისტრთან შედარებით უფრო კარგი კადრია. იზორია ნაკლებად არის ჩეკისტური აზროვნებით „გაფუჭებული“, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა. ახალი თავდაცვის მინისტრი კარგი იურისტია და სხვათა შორის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ანტიკორუფციულ სააგენტოს კურირებდა. როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტროში იყო ისეთი საქმეები, რომლის გამოძიებაც იზორიას მოუწევს. პრემიერ-მინისტრის სიტყვებმა დამაფიქრა, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა მოხდეს არმიის დეპოლიტიზაცია, როგორც ჩანს, იზორიას ეს დავალებაც ექნება. როგორც ჩანს შეიარაღებული ძალების პოლიტიზაციის მცდელობა იყო არა კოალიციის მხრიდან, არამედ ვიწროპარტიული კუთხით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics