|
2016-08-05 09:49:57, 833 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ტრისტან წითელაშვილი არცერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა
„ვაცხადებ, სრული პასუხისმგებლობით, რომ ტრისტან წიეთელაშვილი არცერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა“,-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯაბელიძემ თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გაცემასთან დაკავშირებით „რუსთავი 2“ -ს განუცხადა. ჯანელიძის განცხადებით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია და პოლიტიკურ სპეკულაციას ჰგავს. „ეს არის აბსურდული ბრალდება. ეს გავს უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას, ვიდრე რამე საქმეზე ლაპარაკს, ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძნელია, თუმცა ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ წითელაშვილი არ ყოფილა არცერთ საიდუმლო ბაზაზე და მეორე ბრალდება, რაც ჩემი მისამართით იყო, არის რომ თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა. ეს ასე არ ყოფილა. ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე გადაცდომა ჩაიდინა, ყველამ შესაბამისად აგო პასუხი. დანაშაულზე არ იყო საქმე, იყო გადაცდომაზე საქმე, ამ გადაცდომაზე აგო პასუხი იმ პირმა, ვინც ის ჩაიდინა. იყო სარეჟიმო წესების დარღვევა და ამ დარღვევაზე აგეს პასუხი," -განაცხადა ჯანელიძემ.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)