21:35 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 23:12:12, 1261 ნახვა

სამართალი
ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ბათუმში მომხდარი ინციდენტის სესახებ განცხადებას ავრცელებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ განმარტება 4 აგვისტოს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ბათუმში, პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს“ აქციის მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებსა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და ამასთან, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს (წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).

პოლიციელების ოპერატიული ჩარევის შედეგად, ვითარება განიმუხტა, კონფლიქტი აღმოიფხვრა და აქცია მალე დაიშალა. აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლწაკიდებული ფიტული საპატრულო პოლიციამ ცეცხლმაქრობით ჩააქრო.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერ სამართლდარღვევაზე, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს ის, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, ადეკვატურად და კანონის სრული დაცვით. -წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics