|
2016-08-04 20:01:20, 795 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიელ კოლეგას მარსელო რებელო დე სუსას შეხვდა
ბრაზილიაში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიელ კოლეგას მარსელო რებელო დე სოუსას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პორტუგალიელი მონიტორების ჩართვის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ხაზგასმით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიამ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღო. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოება ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში პორტუგალიელების დახმარება იყო. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ,,არსებითი პაკეტის" პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, პორტუგალიის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარსელო რებელო დე სუსამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა პორტუგალიას ამ პოზიციისთვის და ლუსოფონიკის ქვეყნებში არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა სთხოვა. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებს. გიორგი მარგველაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა და პორტუგალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დაპატიჟა. შეხვედრას საქართველოს დელეგაციიდან ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)