|
2016-08-04 17:19:34, 949 ნახვა
პოლიტიკა
ცეზარ ჩოჩელი: მცხეთის რაიონში გრანდიოზული პროექტები უნდა განვახორციელო
„მცხეთის რაიონში გრანდიოზული პროექტები უნდა განვახორციელო და ათასობით ადამიანი დავასაქმო“- ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა. მისი თქმით , მას სურდა რამდენიმე გრანდიოზული პროექტის განხორციელება , თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა. „მე მქონდა მცხეთის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი , რომლის განხორციელების საშუალებაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ მომეცა. ასევე, მცხეთის რამდენიმე სოფელში დღესაც დგას წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო მილების მოუწესრიგებლობის პრობლემა, მათ შორის უწყლობის პრობლემაც , რომლის გადაწყვეტასაც ვგეგმავ. მცხეთის რაიონი უნდა იყოს მთელ საქართველოში ყველაზე განვითარებული , რადგან მას ამისთვის ყველა პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორც ქალაქ მცხეთაში, ასევე , მცხეთის რაიონის სოფლებში, სადაც ათობით და ათასობით მცხეთელის დასაქმება შეიძლება. მაქვს რამდენიმე დიდი პროექტი, რომელსაც ნებისმიერ მსურველთან ერთად, სიამოვნებით განვახორციელებ.“ -განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა. ცეზარ ჩოჩელი მცხეთის რაიონში საპარლამეტო არჩვნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)