|
2016-08-03 22:38:32, 915 ნახვა
პოლიტიკა
კახი კალაძე: „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსებაა
რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა. კახა კალაძის განცხადებით, ქვემო ქართლია სწორედ ის რეგიონი, სადაც ერთიანობა ყველაზე მეტად იგრძნობა. "მახარებს თქვენთან შეხვედრა. იმედით მავსებს ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთად დიდი ძალა ვართ. ჩვენ ერთმანეთი ბრძოლაში უკვე გამოვცადეთ - 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, გავათავისუფლეთ ქვეყანა, ერთად აღვიდგინეთ ღირსება, ერთად დავიწყეთ ახალი საქართველოს შენება. 2012-ში ჩვენ ერთად დავანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველო თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა, თავისუფალი ადამიანი კი შემდგარი ქვეყნის უმთავრესი საფუძველია! მაშინ თითოეული ჩვენგანი საქართველოს დაუმარცხებელ ჯარისკაცებად ვიქეცით და ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხვას გადავარჩინეთ! „ქართული ოცნებაა“ დღეს ერთადერთი სამართლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე რეალურად ზრუნავს. ჩვენ ვართ მმართველი პოლიტიკური ძალა ადამიანური სახით, რადგან „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსება, კანონმორჩილება და წესრიგი, ქმედითობა და შედეგზე სწორი ორიენტაციაა“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)