00:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 19:22:08, 813 ნახვა

პოლიტიკა
კვარაცხელია სუს-ის განცხადებაზე: ის რაც მათთვის ტოტალიტარული სიმბოლიკაა, ჩემთვის შრომის იარაღია

რაც უფრო მეტად გაამწვავებენ ვითარებას, მით  უფრო  გამოაჩენენ  თავიანთ ტოტალურ  აბსოლუტურად არადემოკრატიულ სახეს, - ასე გამოეხმაურა „სახალხო მოძრაობა - სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომელმაც მას მიმართა, „თელავში დაგეგმილ ღონისძიებაზე არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება.“

როგორც კვარაცხელიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საბჭოთა სიმბოლიკა მისთვის ის ფუნდამენტია, რომელზეც მთელი მატერიალური დოვლათი დგას იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს.

„რაც უფრო გაამწვავებენ ამ ვითარებას, მით  უფრო  მეტად გამოაჩენენ  თავიანთ ტოტალურ  აბსოლუტურად არადემოკრატიულ სახეს და საერთოდ აბსურდამდე მისულ იდეოლოგიასა და პოლიტიკას. რაზეა ლაპარაკი? რა არის   ტოტალიტარული სიმბოლიკა?! მაგალითად: ნამგალი და ურო? ის რაც მათთვის ტოტალიტარული სიმბოლიკაა, ჩემთვის შრომის იარაღია. კოლმეურნე, მშრომელთა ხელში ნამგალი და უროა. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას მთელი მატერიალური დოვლათი იმისათვის, რომ განვითარდეს, შეიქმნას მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა და ა.შ. აი ამ ყველაფრის სიმბოლოა ეს ჩემთვის. იმ ხალხს, რომლებიც ამ სიმბოლიკის დანახვისას  რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ,  ვპირდები მით უფრო მეტად დაიპირისპირებენ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელშიც ჩაკლეს პროტესტის სული, რომელიც დათრგუნეს და აქციეს ამერიკიდან შემოტანილი თახსირი იდელოგიის ყმებად და მუხლით დააჩოქეს მიწაზე. აი ამ ხალხის პროტესტს გამოიწვევენ. მათ ამას დიდი ხანია ვუხსნი, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგეს, თუმცა მადლობა ღმერთს უკვე რეალურად ვაჩვენებ რა შედეგები მოჰყვება ყველაფერ ამას. ისინი მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. ეს იქნება საერთო სახალხო პროტესტი და  საერთო სახალხო გულისწყრომა, რომელიც ბოლოს  ალბათ  საერთო სახალხო დაუმორჩილებლობაში გადაიზრდება“,-განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“  თავმჯდომარის, ვალერი კვარაცხელიას მიერ თელავში დაგეგმილი ღონისძიების გამო, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ, წერილობით  მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით,  სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა.

„კომისია მიმართავს შსს-ს, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე,  უზრუნველყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მიიღოს სათანადო ზომები.  კომისიამ ასევე გაუგზავნა მიმართვა ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას, რათა „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics