00:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 18:06:47, 718 ნახვა

პოლიტიკა
სუს-მა ვალერი კვარაცხელიას მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, შსს-ს მიმართა

„სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“  თავმჯდომარის, ვალერი კვარაცხელიას მიერ თელავში დაგეგმილი ღონისძიების გამო, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ, წერილობით  მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით,  სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა.

„კომისია მიმართავს შსს-ს, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე,  უზრუნველყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მიიღოს სათანადო ზომები.  კომისიამ ასევე გაუგზავნა მიმართვა ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას, რათა „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics