|
2016-08-02 18:47:09, 1027 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე: მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის დაჯარიმებასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლოა
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ვახტანგ ხმალაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის დაჯარიმებასთან დაკავშირებით კანონიერია. „მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტი არის უპასუხისმგებლო განცხადება. სააკაშვილი არის იურისტი და ის დიდი ხნის განმავლობაში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ძლიან კარგად უნდა იცოდეს საარჩევნო კოდექსი. საია-ს განცხადება საარჩევნო კოდექსს სრულად შეესაბამება. მიხეილ სააკაშვილის დარღვევა იმ სანქციის ქვეშ ექცევა, რომელიც ამ კოდექსშია გათვალისწინებული. ხვალ, რომ მე საქართველოს მოქალაქეობა დავკარგო და შემდეგ საარჩევნო აგიტაცია დავიწყო, მეც უნდა დამაჯარიმონ“, - აცხადებს ხმალაძე. ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართა და მოუწოდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააჯარიმოს. საია-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 31 ივლისს "ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია. კერძოდ კი, როგორც საია-ში განმარტავენ, "საარჩევნო კოდექსის" თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. საიას დღს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. „ცოტათი მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები. გთხოვთ, გაიხსენოთ, რის საფუძველზე ჩამომერთვა მოქალაქეობა და ჩაუღრმავდეთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს. კანონი უზენაესია ჩემთვის, თუმცა, ოთარ ჭილაძის ფრაზა მახსენდება: “მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია”. სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე, მე ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგული. საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ ხელმოწერილი ფარატინა დოკუმენტით არ განისაზღვრება. ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია“, - წერს სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)