|
2016-08-02 18:00:26, 1352 ნახვა
სამართალი
შსს-მ წალკაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ანდრანიკ თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1955 წელს დაბადებული ჰაიკ მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ ნარდევანში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ანდრანიკ თ.-მ, პირადი კონფლიქტის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ანდრანიკ მ.-ს „ვინჩესტერის“ ტიპის სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ანდრანიკ მ., მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ჰაიკ მ.-მ კი, ბრალდებული ანდრანიკ თ.-ს ნათესავი, 1961 წელს დაბადებული სამველ თ. „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დროისთვის დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „სამართალდამცველებმა ანდრანიკ თ. და ჰაიკ მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, საკუთარი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ დააკავეს. პოლიციამ, ანდრანიკ თ.-ს საცხოვრებელი სახლის და ჰაიკ მ.-ს პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-108-ე მუხლებით).
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)