|
2016-08-02 15:42:03, 1298 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მარინა დუდაევა დამნაშავედ სცნო საქართველოს სსკ–ის 111, 108-ე მუხლით. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლიდან - 2010 წლამდე პერიოდში მარინა დუდაევა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა არჩილ ბოღოლაშვილთან. მიმდინარე წლის 7 იანვარს, მარინა დუდაევა და არჩილ ბოღოლაშვილი ერთმანეთს ქ.თბილისში, ქინძმარაულის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში შეხვდნენ, სადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც დაახლოებით 21:00 საათზე სტუმრად მათ ახლობელს ზურაბ ხ-ს ეწვივნენ. სტუმრად ყოფნისას არჩილ ბოღოლაშვილი მარინა დუდაევას მობილურ ტელეფონში არსებულ ინფორმაციას ათვალიერებდა, რამაც ამ უკანასკნელის განაწყენება გამოიწვია. აღნიშნული მიზეზით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მარინა დუდაევამ ყოფილ მეუღლეს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში დანით ორჯერ მიაყენა ჭრილობა. არჩილ ბოღოლაშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მარინა დუდაევა 2016 წლის 8 იანვარს, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მარინა დუდაევა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)