|
2016-08-02 12:55:14, 843 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ხიდაშელმა უწყებაში „ოდეერები“ არ შეუშვა, ახლა კი, მთავარი „ოდეერი” მინისტრად დაინიშნა
„რესპუბლიკური“ პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ანტისახელმწიფოებრივ და სულელურ ქმედებას უწოდებს. როგორც ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, არ შეიძლება თავდაცვის მინსიტრი უშიშროების პოლკოვნიკი ან გენერალი იყოს. „მიმაჩნია, რომ ბატონი იზორიას დანიშვნა სისტემური ხასიათის შეცდომაა - ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, ხოლო დანაშაული იქნება ცუდ შემთხვევაში. ამ ყველაფერს კი დრო გვაჩვენებს. თავდაცვის სისტემაში არ შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სუს-ის საიდუმლო სამსახურის შეშვება. არსებობს დაუწერელი კანონი ძალოვანი უწყებების ურთიერთდამოუკიდებლობის შესახებ. თავდაცვის მინისტრი არ შეიძლება უშიშროების პოლკოვნიკი ან გენერალი იყოს. ამიტომ, იზორიას დანიშვნა თინათინ ხიდაშელმა კიდევ მსუბუქად შეაფასა. ეს არის სულელური, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. არ შეიძლება მუდმივად ასე ხდებოდეს. ალასანია წავიდა და სუს-ის კაცი მოვიდა, წავიდა ხიდაშელი და კვლავ სუს-ის კაცი მოვიდა. ხიდაშელმა სისტემაში ე.წ. „ოდეერები“ არ შეუშვა და ახლა მთავარი „ოდეერი“ მინისტრად დაინიშნა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)