22:50 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 11:22:12, 638 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვალდებული ვართ, საზოგადოებას ვუპასუხოთ

ეს არის გაგრძელება იმ კამპანიის, როდესაც დაგაბრალებენ რაღაცას და მერე უნდა გასცე პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ საკითხზე მთავარ პროკურორს უკვე ესაუბრა.

„მე მქონდა გუშინ საღამოს საუბარი მთავარ პროკურორთან. იგი აცხადებს, რომ თავდაცვის უწყებიდან არც ერთი მიმართვა ამასთან დაკავშირებით არ მიუღიათ.  მე დავინტერესდი ამ თემით. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ საზოგადოებას პასუხები გავცეთ, ხაზს ვუსვამ -საზოგადოებას, თუმცა არა  იმ ადამიანებს, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს ის პოლიტიკოსები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს, ძალიან ბევრი არაერთი გაუაზრებელი ქმედებით. ამ შემთხვევაში სამხედროებს არ ვგულისხმობ,  ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. ამიტომ თუ გამოსაძიებელი იქნება, თუ იქნება საკმარისი მასალა იმისათვის, რომ გამოძიება ჩატარდეს,  ეს ასეც მოხდება. თუმცა, მეჩვენება, რომ ეს არის გაგრძელება იმ კამპანიის, როდესაც დაგაბრალებენ რაღაცას და მერე უნდა გასცე პასუხი. თუ იქნება გამოსაძიებელი გამოვიძიებთ, იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ქვეყანა ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს და დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს იმაში, რომ თურმე ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო რაიმე ქმედება განვახორციელეთ, ეს არის ძალიან უსამართლო ბრალდებები“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics