|
2016-08-01 18:38:40, 783 ნახვა
პოლიტიკა
ხუხაშვილი: რეალური მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უფრო იყო, ვიდრე პაატა ზაქარეიშვილი
„თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას წარდგენის გადაწყვეტილებას ვერც ცუდს ვუწოდებ და ვერც კარგს“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს. „ძალოვანი უწყება დეპოლიტიზირებული უნდა იყოს. პოლიტიკური ფიგურის დანიშვნა მაგალითად, ირაკლი ალასანიას და თინა ხიდაშელის შემთხვევაშიც, ჩემი აზრით შეცდომა და ცუდი გამოცდილება იყო. ლევან იზორიას აქვს ხელისუფლებაში ყოფნის გარკვეული გამოცდილება. არ მინდა მის პიროვნულ თვისებებს შევეხო, მაგრამ ის სხვაზე არც ცუდია არც კარგი. აღნიშნული გადაწყვეტილება ტექნიკური დანიშვნაა, ის არ არის პარტიული მოღვაწე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ხელისუფლებამ ნორმალური გადაწყვეტილება მიიღო“, –განაცხადა გია ხუხაშვილმა. ექსპერტი უფრო დადებითად აფასებს ქეთევან ციხელაშვილის წარდგენას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე. „ამ გადაწყვეტილებას დადებითად შევაფასებდი. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რეალური მინისტრი საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებით ქეთევან ციხელაშვილი უფრო იყო ვიდრე პაატა ზაქარეიშვილი. ფაქტობრივად, ეს იყო გამორჩეულად პოზიტიური გადაწყვეტილება ამ ხელისუფლების პირობებში. მე ვიცნობ ქეთევან ციხელაშილს და ვიცი, რომ ის ამ საქმეში პროფესიონალია. ზაქარეიშვილის მინისტრობა წმინდა პოლიტიკურად განპირობებული იყო და არა საქმის ინტერესიდან გამომდინარე. კარგია, რომ ყველაფერი ბუნებრივ ფორმაში გადავიდა“, - განაცხადა ხუხაშვილმა. ცნობისთვის თავდაცვის მინისტრის პოსტი ლევან იზორიამ დაიკავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კი, ქეთევან ციხელაშვილი გახდა.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)