22:50 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 17:51:00, 616 ნახვა

პოლიტიკა
ქეთევან ციხელაშვილი: სამშვიდობო პოლიტიკა გაგრძელდება

 „ჩვენ გავაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას, რადგან მშვიდობა კონფლიქტების მდგრადი  მოგვარების და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა'', - ამის შესახებ შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად  წარდგენის შემდეგ განაცხადა.

ციხელაშვილმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო პოლიტიკა გაგრძელდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ხშირად არა ხმამაღალ რიტორიკაზე, არამედ საქმეზეა მიმართული. ამ პოლიტიკის წყალობით ჩვენ შევძელით ბოლო 4 წლის განმავლობაში შეგვენერჩუნებინა მშვიდობა ძალიან რთულ გარემოში. მყარი არ აღიარების პოლიტიკა ნულოვანი ნიშნულიდან დაგვეძრა. ჩვენ ვაგრძელებთ ერთის მხრივ რუსეთთან დეოკუპაციის პოლიტიკას, ხოლო მეორეს მხრივ დიალოგის პოლიტიკას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან მიმართებაში, რომელიც ნდობის მშენებლობაზე და შერიგებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანი ცხადია, ეს არის ერთიანი საქართველო. ეს პირველ რიგში გულისხმობს ჩვენი ხალხის გაერთიანებას'', - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics