|
2016-08-01 17:26:16, 682 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ციხელაშვილი არის კარგი მეოჯახე და კარგი პატრიოტი - ვფიქრობ, სწორი არჩევანი გაკეთდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის დანიშვნის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ციხელაშვილს ზურგს ძალიან დიდი გამოცდილება უმაგრებს და ის წარმატებული მინისტრი იქნება. „ქეთევან ციხელაშვილი არის საკითხების ღრმად მცოდნე და კომპეტენტური ადამიანი. მას გარკვეული დიპლომატიური გამოცდილებაც აქვს, ძალიან დიდხანს მუშაობდა არსამთავრობო სექტორში, ისევე როგორც საჯარო სამსახურში. ციხელაშვილი არის კარგი მეოჯახე, კარგი დედა და კარგი პატრიოტი. ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გაკეთდა“, - აცხადებს ვოლსკი. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იქნება. ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ქეთევან ციხელაშვილ ამ დრომდე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, ლევან იზორია კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. ცნობისთვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას აქამდე თინა ხიდაშელი იკავებდა, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს კი, პაატა ზაქარეიშვილი.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)