22:50 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 15:02:44, 691 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: „ქართული ოცნება“ პარლამენტის დარბაზში ძალის გამოსაყენებლად ემზადება

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი, გორის რაიონსა და ქარელში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ოცნება“ პარლამენტში ძალის გამოსაყენებლად ემზადება.

როგორც ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საპარლამენტო საქმიანობა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი არ არის.

„თუ „ქართულმა ოცნება“ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი მოჭიდავეა, ძალაუნებურად, აზრი გადადის იმ ვითარებაზე, რასაც ჩვენ კორცხელის ინციდენტზე ვაკვირდებოდით. იქ, რამდენაც ვიცი, სერიოზული პასუხისმგებლობა სწორედ მოჭიდავეებს ეკისრებოდათ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ პარლამენტის დარბაზში ძალის გამოსაყენებლად ემზადება. იქ მათ ზონდერების ჯგუფი ეყოლებათ. აღარ იქნება ისეთი ინციდენტები, როგორიც იყო კორცხელის შემთხვევა. ვინაიდან, წინასწარ ეცოდინება ყველას, რომ იქ არიან არა მანდატურები, არამედ ზონდერები. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ეს მიმანიშნებელია, რომ საპარლამენტო საქმიანობა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი არ არის. მათ სავარძლები აინტერესებთ, რაც ქვეყნის მართვის მუდმივ შესაძლებლობას იძლევა. რაც მთავარია, პარლამენტარობა გახლავთ თავშესაფარი სერიოზული ბიზნესისთვის. ვერც მცირე და ვერც საშუალო ბიზნესი ვერ გაიხარებს თუ მისი მფლობელი არ არის პარლამენტარი“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ქარელში „ოცნების კანდიდატი“ 32 წლის მოჭიდავე გია თოთლაძეა, გორის რაიონში მმართველ გუნდს ყოფილი ძიუდოისტი თენგიზ ხუბულური წარმოადგენს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics