21:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 14:09:17, 677 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე: დარწმუნებული ვარ, ამ პასკვილის შემკვეთს „იავნანას“ ფონდისთვის არცერთი თეთრი არ შეუწირავს

პარტია  "სახელმწიფო ხალხისთვის"   თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს და  ფონდ "იავნანასთან" დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

როგორც ბურჭულაძე  აღნიშნავს,  ფონდ "იავნანაზე" ანალოგიური შეტევები წინა ხელისუფლების დროსაც განხორციელდა.

"დღეს, საქართველოში შექმნილი სიტუაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იძულებული ვხდები განმარტებები გავაკეთო საზოგადოების წინაშე იმ ცილისწამებებსა და ცრუ ბრალდებებზე, რასაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს ჩვენს მიმართ.

სამარცხვინო კამპანიის მცდელობები, რომელთაც ვერ მოჰყვა მათთვის „საჭირო“  რეზონანსი, ამჟამად შეცვალეს ჩემი ცხოვრების მრავალწლიანი საამაყო საქმის - ფონდ „იავნანას“ მისამართით განხორციელებული უპრეცედენტო ცილისმწამებლური თავდასხმით. 

ანალოგიური შეტევები ფონდ „იავნანაზე“ 2009 წელს წინა ხელისუფლების დროსაც განხორციელდა. დღეს უკვე მოქმედი ხელისუფლება კიდევ უფრო მიუღებელი ფორმებით მოქმედებს. ამის მიზეზი იყო და არის ის, რომ არასდროს, არავის პოლიტიკური ნების შემსრულებელი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები.

ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ეს ბინძური კამპანია მიმართულია ქართველ ერში სიკეთისათვის გაერთიანებული ერთობის დისკრედიტაციის,  ჩვენი ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის და რეალური კონკურენტის გზიდან ჩამოსაცილებლად, რათა ამ გზით გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილი დღეები.

სამარცხვინოა დაუკვეთო ასეთი სამარცხვინო პასკვილი, რომელიც პაატა ბურჭულაძეს ბავშვებისთვის, სტუდენტებისათვის შეგროვილი ფულის ჯიბეში ჩადებას დააბრალებს!  ეს არის მცდელობა ქართველ ერში ჩაკლან საუკუნეებით სისხლში გამჯდარი სიკეთის კეთების იდეალები.

დარწმუნებული ვარ, ამ პასკვილის შემკვეთს და მის შემსრულებლებს „იავნანას“ ფონდისთვის არცერთი თეთრი არ შეუწირავთ; ის თანხები კი, რომლებიც ამ სულმდაბალი კამპანიისათვის დამკვეთმა დახარჯა, არაერთი მრავალშვილიანი ოჯახისთვის თბილი სახლის გასაღებს შეიძენდა და უსახლკარო ბავშვების სულში იმედს გააჩენდა.

გარწმუნებთ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაუსრულებელი თავდასხმებით მე და ჩემს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას თავის მართლების რეჟიმში ვერ გადაგვიყვანთ! იმ შესაძლებლობების სარკმელს, რომელიც შეუძლია ჩვენს პოლიტიკურ ძალას გაუღოს საქართველოს - ვერავინ ჩარაზავს!

ვპირდები ჩემ ხალხს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან შევქმნით ისეთ ატმოსფეროს, სადაც ადგილი აღარ ექნება  სიძულვილს და ცილისწამებას; მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მხოლოდ ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისაკენ",-ნათქვამია ბურჭულაძის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics