|
2015-03-06 17:28:58, 552 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს ანა ონიშჩენკოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურეს და რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობა აღნიშნეს. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემეტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. ხაზი გაესვა აღნიშნულ საკითხებზე გამოცდილების სისტემატურად ურთიერთგაზიარების აუცილებლობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე; ამ მხრივ პოზიციების შეჯერებისა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე. „ჩვენ ერთად ვმუშაობთ უკრაინის მხარესთან. მომავალ კვირაში იგეგმება ასევე, სამმხრივი შეხვედრა მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს მინისტრთა მოადგილეების დონეზე, რათა შემუშავდეს ერთიანი მიდგომა, როგორც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესში, ასევე, რიგის სამიტისთვის ჩვენი მზადების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ერთნაირი საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები და სამწუხაროდ, მსგავსი საგარეო პოლიტიკური გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს ძლიერი ამ მიმართულებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ.
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)