19:18 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-19 19:13:09, 1374 ნახვა

სამართალი
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარყო ინფორმაცია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი 20 000 რუსეთის მოქალაქემ გადაკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და „გარკვეული დაინტერესებული მხარეების მიერ დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებას წარმოადგენს“.

„გვსურს განვმარტოთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სხვადასხვა ქვეყნის 7 880 მოქალაქემ გადაკვეთა.

ასევე, იმავე პერიოდში, ამ საკონტროლო პუნქტის გავლით ქვეყანა სხვადასხვა ქვეყნის 8 406 მოქალაქემ დატოვა.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე სხვადასხვა მონაცემების დამახინჯებული ფორმით და არასწორი ინტერპრეტაციებით გავრცელებისგან“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ადრე, რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით მგზავრთა გადაზიდვამ რეკორდი მოხსნა. სააგენტოს ცნობით, 18 აგვისტოს, ერთ დღეში, საზღვარი 20 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics