|
2016-08-01 11:58:33, 700 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მართავს
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი უწყების თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მართავს. ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი იმედა დარსალია ავრცელებს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ებრალიძე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალურ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და უწყების სხვა თანამშრომლები ესწრებიან. მინისტრის მოადგილის მოვალეობას დავით ებრალიძე შეასრულებს მანამ, სანამ პრემიერი უწყების ახალ ხელმძღვანელს წარადგენს. ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეიდან თანამდებობები ოფიციალურად დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)