20:10 - 28 Oct, 2026
|
2016-08-01 09:45:32, 836 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა დღეიდან თანამდებობები ოფიციალურად დატოვეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეიდან თანამდებობები ოფიციალურად დატოვეს. ახალი მინისტრების წარდგენამდე აღნიშნულ თანამდებობებზე მოვალეობას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებენ. ცნობისთვის, თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)