|
2016-08-01 09:11:46, 701 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ სიტყვით მიმართა და საარჩენო პროგრამა გააცნო. აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშამონიძემ კი, მათ კანდიდატები წარუდგინა. საქართველოს პარლამენტში ბათუმიდან კენჭს იყრიან მირდატ ქამადაძე, თემურ დუმბაძე და გიორგი კირთაძე. უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად კი, ნინო ჯინჭარაძე, გია აბულაძე და ელგუჯა ბაგრატიონი იბრძოლებენ. ღონისძიებას პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია დაესწრო, ხოლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბათუმელებს უკრაინიდან ვიდეო მიმართვით მიესალმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)