|
2016-07-31 18:16:35, 709 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ვერ მოგვიშუშებია ჭრილობა და დღემდე კაწრავს გულს ჩვენს მიწა-წყალზე ოკუპანტის მიერ გაჭიმული მავთულხლართი
„დღემდე ვერ მოგვიშუშებია ჭრილობა, დღემდე კაწრავს გულს ჩვენს მიწა-წყალზე, ჩვენს ბაღებზე ოკუპანტის მიერ გაჭიმული მავთულ-ხლართები“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გორში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის უდიდესი ტკივილია შინდისის გმირების და ანწუხელიძის გახსენება. „რამდენიმე დღეში ჩვენ ერთხელ კიდევ გავიხსენებთ 8 აგვისტოს, დღეს, როცა მთელს საქართველოში, განსაკუთრებით გორში ბევრი სისხლი და ცრემლი დაიღვარა. დღემდე ვერ მოგვიშუშებია ჭრილობა, დღემდე კაწრავს გულს ჩვენს მიწა-წყალზე, ჩვენს ბაღებზე ოკუპანტის მიერ გაჭიმული მავთულ-ხლართები. ამ ხელოვნური საზღვრის მიღმაც საქართველოა, იქაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ჩემთვის უდიდესი ტკივილია შინდისის გმირების, ანწუხელიძის გახსენება. თითოეული დეტალი მათი გმირობის და თავდადების მუდამ მემახსოვრება, შვილებსაც მოვუყვები და ქვეყანამ სამუდამო სანთლებaდ უნდა დაინთოს მათი სახელები!“,-განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)