|
2015-03-06 13:53:08, 589 ნახვა
პოლიტიკა
ნორლანდი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ნორლანდის თქმით, აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს წვრთნები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.რამდენიმე კვირაში ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შედგება, სადაც ეს საკითხიც განიხილება",-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. ცნობისთვის, 2015 წლის 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები. სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში. სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები - (ПЗРК) „Игла“, საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები - „Тунгуска“, საზენიტო საარტილერიო კომპლექსები «Шилка», საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300В, «Стрела-10», «Тор» და «Оса». სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)