18:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 15:40:11, 716 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე: ხელისუფლების განცხადებები NDI-ის კვლევებზე სასაცილო აკვიატებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, მმართველი გუნდის განცხადებები და არგუმენტები NDI-ის კვლევებზე კომიკურ სპექტაკლს გავს.

როგორც გოცირიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, 2012 წელს NDI-ის კვლევა არჩევნებთან არაფერ შუაში არ იყო, რადგან მაშინ არჩევნების ბედი რუსეთის ხელშეყობით დადგმულმა ციხის კადრებმა გადაწყვიტა.

„როდესაც ამბობენ, რომ კვლევას არ ენდობია, ეს უკვე სასაცილო აკვიატებაა. NDI-ის გარდა, გამოკითხვას მრავალი სვა ორგანიზაციაც ახორციელებს.  NDI-ის გარდა, კვლევა სამმა ორგანიზაციამ ჩაატარა. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ყოველივეს არ ენდობა, მაშინ რა არის „ნაციონალური მოძრაობის ასეთი მიზიდულობა, რომ თურმე, ყველა დასავლური ორგანიზაცია კვლევას „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ აკეთებს. თურმე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია კვლევები მათ სასარგებლოდ წარმართონ და „ოცნებას“ რატომ არ შეუძლია - ხელისუფლება მათ ხელშია, სახელმწიფო ბიუჯეტი მათ ხელშია. ნოდარ ჯავახიშვილმა ისიც კი თქვა, რომ ნაციონალებმა სავალუტო ფონი მოისყიდესო. წარმოგიდგენიათ, მსოფლიო გიგანტური ორგანიზაცია ჩვენ მოვისყიდეთ და ამიტომ წერს ხელისუფლების მიამრ ცუდ დასკვნებს? ეს უკვე კომიკური ვითარებაა. სერიოზული კომენტარი ამაზე არ შეიძლება. არჩევნები მხოლოდ კვლევაზე არ არის დამოკიდებული. 2012 წლის არჩევნებზე ძალიან დიდი როლი ითამაშა რუსეთის ხელშეწყობით დადგმულმა ციხის კადრებისა და ცოცხების სპექტაკლმა. ამ კადრების დამდგმელი ყველა ადამიანი რუსეთის ვიზიტორი გახდა. ამან ბოლო დღეებში არჩევნების ბედი გადაწყვიტა“ , - აცხადებს გოცირიძე.

ცნობისთვის, NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% მხარს ევროკავშირში, ხოლო 64% ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics