|
2016-07-26 13:54:04, 570 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ამბასადორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - ამბასადორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს. ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ამბასადორიალი სამუშაო სესიებით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. სესიებზე მომხსენებლის სტატუსით, მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. „ეს ღონისძიება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველწელს გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ვისაუბროთ განვლილი წლის შედეგებზე და ხარვეზებზე, რომელიც მარტივად გამოსწორებადია. ასევე, რაც ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანია გვაქვს შესაძლებლობა დავგეგმოთ შემდეგი წელი. ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტის ფონზე და ვიზალიბერალიზაციის გზაზე ჯერ კიდევ გადასადგმელი ნაბიჯების გათვალისწინებით, სამი დღის განმავლობაში სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა, ისევე როგორც უწყებებმა ადგილზე, უკვე ხვალიდან, დავიწყოთ მზადება ბრიუსელის მომავალი წლის სამიტისთვის. ეს დრო ძალიან სწრაფად გარბის და ასეთი ამბასადორიალები საუკეთესო საშუალებაა ერთობლივად დავგეგმოთ განსახორციელებელი ღონისძიებები, ვინაიდან ეს პროცესი მხოლოდ ბრიუსელში არ იმართება. უზარმაზარია ორმხრივი ფორმატების როლი და როდესაც ყველა ელჩი ადგილზეა, გაცილებით უფრო ადვილია შედეგზე ორიენტირებული დაგეგმვის განხორციელება,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. კონფერენციის მეორე დღეს, მეოთხე პანელი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმობა. აღნიშნულ სამუშაო სესიაზე, მომხსენებლის სტატუსით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი წარსდგება. ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები დაესწრებიან. წელს პირველად ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან. ელჩების შეხვედრა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან და ეკონომიკური დიპლომატიის შესახებ სამუშაო სესია გაიმართება საქართველოს ტექნოლოგიური პარკში. ელჩებისთვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ასევე სპეციალურ პრეზენტაციას გამართავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ამბასადორიალი 29 ივლისს დასრულდება.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)