|
2016-07-25 18:39:03, 654 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია პრეზიდენტის განცხადებაზე: ძალიან სწრაფი რეფორმაა სისტემაში გასატარებელი
„ძალიან სწრაფი რეფორმაა სისტემაში გასატარებელი“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტის განცხადებასტან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ერთი თვის წინ, სამართალდამცავების ჩართვით, მის ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ საქმეზე მთავრობა რეაგირებას მოახდენს. ”პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ საქმეზე იმედი მაქვს მთავრობა რეაგირებას გააკეთებს, შეისწავლის და ამ საკითხს საზოგადოებას ნათლად წარუდგენს. მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო თავდაცვის სამინისტროს ხუთი უდანაშაულო ადამიანი, რომლებიც პოლიტიკური მითითებით პროკურატურამ და სასამართლომ ერთობლივად ციხეში ჩასვეს. დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე მათ გამოვიხსნით და საკუთარ ოჯახებს დავუბრუნებთ. პროკურატურა და სასამართლო დღეს იმართება მურუსიძის და შოთაძის მიერ, რომლებიც ადეიშვილის, სააკშვილის დროინდელი რეჟიმის სამსახურში იყვნენ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ძალიან სწრაფი რეფორმაა ამ სისტემაში გასატარებელი. ”თავისუფალ დემოკრატებს” ზუსტად გვაქვს წარმოდგენილი როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს, პოროკურატურის და სამართალდამცავი სტრუქტურების სრული გათავისუფლება და დეპოლიტიზაცია”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)