|
2016-07-25 18:20:12, 688 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელი პრეზიდენტის განცხადებაზე: სავარაუდოდ, სამართალდამცველთა ნაწილი ასეთი ტიპის დავალებებშია ჩართული
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას აფასებს. როგორც წერეთელმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები ნაცვლად იმისა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და პრეზიდენტის განცხადებების სასწრაფო გამოძიებას ითხოვდნენ, ამბობენ, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია. მისივე თქმით, ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები ქვეყნის იმიჯს აზარალებს და მის დასავლეთისკენ სვლას ხელს უშლის. „პრეზიდენტის განცხადებები შემაშფოთებელია. დადებითია, რომ გიორგი მარგველაშვილი ამაზე საუბრობს. ასეთი თემების მიჩქმალვა იმ ადამიანების წახალისებას გამოიწვევს, ვინც ამას გეგმავს და ახორციელებს. პრეზიდენტის განცხადებას სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან რეაგირება უნდა მოყვეს. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამართალდაცველთა ერთი ნაწილი ასეთი ტიპის დავალებებში არის ჩართული. ყველაზე მძიმე ისაა, რომ მსგავსი განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც გააკეთა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი, იმის ნაცვლად რომ საუბარი იყოს ამ საქმეების სასწრაფოდ გამოძიებაზე, ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ეს განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. აქ იმაზე კი არ არის საუბარი პრეზიდენტის განცხადებით ვის შეელახება იმიჯი, მე თუ მკითხავთ ხელისუფლებას იმიჯი საერთოდ არ აქვს, საუბარია ქვეყანაზე და სახელმწიფო არ არის ხელისუფლება. ქვეყანა ხალხია. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება სახელმწიფოს აყენებს ზიანს და ხელს უშლის ქვეყნის დასავლეთისკენ სვლას. მმართველ გუნდს რესურსიც არ აქვს, რომ რაიმე გამოასწოროს. თუ გვინდა, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს და სწორი გზით წავიდეს, ამ ფაქტებზე გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული“, - აცხადებს წერეთელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუცციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი გამართა. როგორც ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, პაპუაშვილის მიერ მიწოდებულ ფაქტებს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, ის არ გაუოცებია. პრეზიდენტის თქმით, ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)