21:54 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 13:42:46, 662 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა ტყვიავის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს.

როგორც “ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს,  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 25 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და პროცესის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა.

უწყების ინფორმაციით, საოკუპაციო ზოლის მახლობლად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით დაიწყო.

მეჯვრისხევში, ორსანტიასა და რუხში უკვე მოქმედებს საზოგადოებრივი ცენტრები. თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სერვისები შეუფერხებლად მიეწოდებოდეთ კონფლიქტით დაზარალებულ მოქალაქეებს. რიგით მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრი საოკუპაციო ხაზთან უახლოეს მომავალში გაიხსნება.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.

საზოგადოებრივი ცენტრები შენდება, ძირითადად, რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და  საზღვრისპირა რეგიონებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა რვა საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.

სოფელ ტყვიავშისაზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ორნამენტი“ აწარმოებს. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისა  და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისთვის470 407 ლარია გამოყოფილი.

საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics