|
2016-07-25 13:13:32, 785 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საერთაშორისო სამართლის საზაფხულო სკოლა გაიხსნა
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA საქართველო) თბილისში საერთაშორისო სამართლის საზაფხულო სკოლა გაიხსნა,სახელწოდებით „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“. იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, სკოლა 31 ივლისს საზეიმოდ დაიხურება. მათივე ცნობით, "ელსას“ ეგიდითსამართლის საზაფხულო სკოლა, საქართველოს გარდა,ევროპის 31 ქვეყანაში სამართლის სხვადასხვა თემაზე მიმდინარეობს. საზაფხულო სკოლაში ქართველი იურისტი სტუდენტების გარდა ევროპის 15 ქვეყნის 35 იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობენ. სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ საქპატენტის, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის იურიდიული კომპანიის “მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილის“, ინოვაციებისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. ერთ-ერთ მომხსენებლად, ასევე, მოწვეულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი. პროექტის მიზანია სტუდენტთა სამართლებრივი ცნობერების ამაღლება ინტელექტუალური საკუთრების სამართალზე. გარდა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა, პროექტი მიზნად ისახავს ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების ცოდნისა და გამოცდილებისგაზიარებას. საზაფხულო სკოლის გენერალური პარტნიორია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“, ასევე ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) არის ერთ-ერთი უდიდესი, დამოუკიდებელი, ახალგაზრდა იურისტებისა და იურისტ სტუდენტთა გაერთიანება, რომელიც ევროპის 43 სახელმწიფოს 300-მდე უნივერსიტეტს მოიცავს. „ელსა“38.000 იურისტ სტუდენტსა და ახალგაზრდა იურისტს აერთიანებს. ორგანიზაციას ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუციებში, როგორიცაა: ევროპის საბჭო, UNESCO, UNCITRAL, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, WIPO. რაც შეეხება ელსა საქართველოს, ის 2008 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო პროექტს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. (NS)
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)