21:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 13:35:49, 667 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს ჰიმნი წელს ბრაზილიაში არაერთხელ გაჟღერდება

დღეს მთელი საქართველო თქვენი გულშემატკივარია; ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვებები და დარწმუნებული ვარ, ერთად ამ გამარჯვებებს მივაღწევთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც ბრაზილიაში, მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრებიან.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 13 სახეობაში 39 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს, რაც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, უპრეცედენტო რაოდენობაა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 13 სახეობაში 39 სპორტსმენი არის მნიშვნელოვანი რიცხვი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც უდიდესი სპორტული ტრადიციებით გამორჩეულია.

"აქ ვხედავ ლეგენდებს, რომლებმაც შთაგვაგონეს, რომ მიგვეღწია ბევრი გამარჯვებისთვის ცხოვრებაში, რადგან სპორტი ყველა ადამიანს აძლიერებს, ბრძოლის ჟინით აღავსებს. სწორედ ეს დიდი მისია გაკისრიათ თქვენ, ჩვენო სასიქადულო ოლიმპიელებო, რომ საქართველო აავსოთ პოზიტივით, გამარჯვების ჟინით. დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი წელს ბრაზილიაში", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სპორტსმენებს და გამარჯვებით დაბრუნება უსურვა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეს წარმატება დღევანდელ დღემდე მოიტანა და ქართველ სპორტსმენებს, რომლებმაც ოლიმპიური საგზური მოიპოვეს.

მთავრობის მეთაურმა ასევე, ბრაზილიას მიულოცა წარმატება, რომელიც მას მსოფლიო ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სახით ხვდა წილად და აღნიშნა, რომ ეს ყველა ქვეყნისთვის უდიდესი პატივია, მით უმეტეს, ისეთი სპორტული ტრადიციებით გამორჩეული ქვეყნისთვის, როგორიც ბრაზილიაა.

ქართველი სპორტსმენების გაცილების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თბილისის მერი, ბრაზილიის ელჩი და სპორტული საზოგადების წარმომადგენლები.

ცერემონიის დასასრულს, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჩუქრად გადასცა სამახსოვრო მედლები ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics