|
2016-07-23 12:29:11, 942 ნახვა
საზოგადოება
„ბათუმი ცენტრალში” ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა
„ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია “Stadler Bussnang AG” ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი მატარებელი ბათუმის სადგურში საზეიმოდ შევიდა. პრეზენტაციას დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, კომპანია “Stadler Altenrhein AG” გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარკუს საუერბრახი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, სს “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გუნცაძე, სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები. სს “ საქართველოს რკინიგზის “ გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზას ასეთი კლასისა და სტანდარტის მატარებელები არასდროს არ ჰყოლია. “ ეს არის ახალი ნაბიჯი ჩვენი კომპანიის განვითრების ისტორიაში. მინდა გითხრათ, რომ კომპანია “შტადლერი” წარმოადგენს ერთერთ წამყვან ბრენდს სარკინიგზო ინდუსტრიაში. რაც შეეხება მგზავრობის ფასს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ რომ ფასი რჩება იგივე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემადგენლობაა შემოსული. ჩვენ ვიყიდეთ 4 ელექტრომატარებელი; ორი არის ადგილზე, ორს დამატებით მივიღებთ დეკემბერში”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. “მინდა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს მივულოცო ეს მოვლენა და განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, რომ იმ ფონზე როცა ჩვენს ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, ასეთი ტიპის სერვისი ხელს შეუწყობს, იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის სტუმრებმა და ასევე ჩვენმა თანამოქალაქეებმა უფრო უსაფრთხოდ და კომფორტულად იმოგზაურონ საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის იმიჯს აამაღლებს“, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. კომპანია “Stadler Altenrhein AG” გენერალური დირექტორის და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მარკუს საუერბრახის თქმით, ისინი ძალიან ამაყები არიან რომ შეძლეს ამ ოთხი მატარებლის საქართველოსთვის მიწოდება. “ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ის რომ ამ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები, ამაყები ვართ, რომ მოწოდებული მატარებლები მაღალი ტექნოლოგიებით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა”, - განაცხადა მარკუს საუერბრახმა. შეგახსენებთ, რომ ორსართულიანი ევროპული სტანდარტის “Stadler Kiss” ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებლები სს “საქართველოს რკინიგზამ” კომპანია “Stadler Bussnang AG”-გან შეიძინა. აღნიშნული ელექტრომატარებელები თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს მოემსახურება. ახალი მატარებლები ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათი ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ქართულ რელაობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მატარებელები სრულად იქნებიან მორგებული შეზღუდული შესაძლებლობეის მქონე პირების საჭიროებაზე.
(NS)
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)