13:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 18:01:41, 632 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვი: ბუქარესტის სამიტის დაპირებამ სააკაშვილს თავი დააკარგვინა და მშვიდობისმყოფელებზე შეტევის განკარგულება გასცა

ნატო-ს თავის რიგებში სულ უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა და მათი რუსეთისგან დაშორება სურს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ წაახალისა  2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის ქმედებები.

"მათ უარი თქვეს ჩვენს შეთავაზებაზე უსაფრთხოების ერთიანობის უზრუნევლყოფის შესახებ: უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი სხვების ნაცვლად. ამის მაგივრად, მათ სურთ, ნატო-ში სულ უფრო მეტი ქვეყანა ჩართონ, ისინი რუსეთს დააშორონ. 2008 წელს ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე ხანგრძლივი დავის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, გაუგზავნონ თუ არა ოფიციალური მოწვევა საქართველოს და უკრაინას, რომ მათ ალიანსში გაწევრიანების პროგრამა დაიწყონ. ფორმალური, იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, თუმცა მათ ამის კომპენსაცია მოახდინეს საბოლოო დოკუმენტში პოლიტიკური ფრაზით - ნატო-ს წევრები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში იქნებიან. ყველაფერი ეს 2008 წლის აპრილში მოხდა, ხოლო უკვე აგვისტოში სააკაშვილმა ასეთი დაპირების გამო თავი დაკარგა და მან ცხინვალზე, რუს და ოს მშვიდობისმყოფელებზე შეტევის განკარგულება გასცა. ნატო-ს წამახალისებელმა ფრაზამ - თბილისი იქნება ნატო-ში - თავისი როლი შეასრულა. ამაში მე ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა ლავროვმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics