|
2016-07-22 16:37:02, 848 ნახვა
საზოგადოება
ბიზნესმენთა ფედერაცია ვანო ჩხარტიშვილს უძრავი ქონების მითვისებაში ადანაშაულებს
თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის განცხადებას, ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვანო ჩხარტიშვილის ფედერაციის კუთვნილი უძრავი ქონების მითვისებაში ადანაშაულებს. ფედერაცია განმარტავს, რომ ველა კანონიერი საშუალებით გააგრძელებს ბრძოლას და დაიბრუნებს მის კუთვნილ ქონებას. “საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია წარმოადგენს თითქმის ოცი წლის წინ შექმნილი გადამხდელთა კავშირის უფლებამონაცვლეს და აერთიანებს რამოდენიმე ათეულ წარმატებულ ბიზნესჯგუფს, ასეულობით იურიდიულ პირს და კერძო მეწარმეს. დაფუძნების პირველი დღიდან ფედერაციის მთავარ ფუნქციას ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და გადასახადის თითოეული გადამხდელის უფლებების დაცვა წარმოადგენს. ფედერაცია თავის საქმიანობას მისი წევრების საწევრო შენატანებით შეძენილ შენობაში ახორციელებდა, რომელიც თბილისში, გერგეთის ქუჩა N3-ში მდებარეობს. 2008 წელს, იმ დაპირებით, რომ ფედერაცია უკეთეს შენობაში გააგრძელებდა საქმიანობას, ვანო ჩხარტიშვილმა, საკუთარი კომპანიის მეშვეობით და ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი ისაკაძესთან შეთანხმებით (რომელიც ამავდროულად ჩხარტიშვილის კომპანიის ერთ-ერთი თანამოწილეც იყო), მიისაკუთრა ფედერაციის შენობა, ფედერაციისთვის სანაცვლო ქონების გადაცემის გარეშე. ამისათვის კი მან გიორგი ისაკაძესთან დადებული კაბალური, ფედერაციისთვის საზიანო ხელშეკრულება გამოიყენა, თუმცა ამ კაბალური ხელშეკრულების პირობებიც კი არ შეასრულა. შედეგად, ფედერაციამ დაკარგა კუთვნილი ქონება და უფრო მეტიც, ჩხარტიშვილისა და ისაკაძის კომპანიის ქმედებათა გამო, ფედერაციას წარმოეშვა დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულება, რომლის არსებობა დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისთვის კი. დღეისთვის ვანო ჩხარტიშვილი კვლავ დაპატრონებულია შენობას და მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენთა ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა გამოეჩინა კეთილგონიერება და შენობა დაებრუნებინა ფედერაციისთვის, ჩხარტიშვილი უარს აცხადებს ფედერაციის სრულიად კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე. ბიზნესმენთა ფედერაციამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და ამჟამად დავა განხილვის პროცესშია. ფედერაციის ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილი ცდილობს შენობის არამართლზომიერი გზებით მასთანვე დაკავშირებულ, ფორმალურად სხვა პირზე გასხვისებას და კეთილსინდისიერი შემძენის იმიტაციის შექმნის გზით ფედერაციის დარღვეული უფლებების აღდგენისათვის ხელშეშლას. გვსურს, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ფედერაცია ყველა კანონიერი საშუალებით გააგრძელებს ბრძოლას და დაიბრუნებს მის კუთვნილ ქონებას. მოვუწოდებთ ყველა იურიდულ თუ კერძო პირს თავი შეიკავოს თბილისში, გერგეთის ქუჩა N3-ში მდებარე ქონებასთან დაკავშირებით, ვანო ჩხარტიშვილთან ან მასთან დაკავშირებულ პირებთან თუ კომპანიებთან, რაიმე სახის გარიგების დადებისაგან, რადგან ეს ქონება ვანო ჩხარტიშვილის მიერ უკანონოდ, მოტყუების გზით არის მითვისებული”, – ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)